|
2017-02-16 19:58:33, 1630 ნახვა
პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმას ხელს უწყობენ
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებას ხელს უწყობენ. პროექტის – “საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში” – პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ვიცეპრემიერმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის ინიციატივისა და კვლევის შედეგები წარუდგინა. “საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გზების გაუმჯობესებას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი ეხმიანება საჯარო მმართველობის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებს და 2020 წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროგრამის განხორციელებას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მთელ რიგ საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით, მათ შორისაა: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო სერვისების განვითარებისა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოები, ასევე საჯარო სამსახურის ბიურო. აღნიშნული პროექტის სერვისების მიწოდების კომპონენტი მიზნად ისახავს საჯარო სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და ფასწარმოქმნის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სტანდარტების შემუშავებას. ასევე საერთო სტანდარტებზე მორგებული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შემოღებას. პროექტის შედეგად, მოსალოდნელია სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების ხარისხის გაზრდა, ინოვაციური მეთოდების და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული სერვისების მოხმარების ზრდა და სხვა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
(NS)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)