19:44 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 22:08:44, 756 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ბრიუსელში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს შეხვედრა

ნატოს-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს მაიკლ ფელონს შეხვდა.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე, „უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობაზე. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აფასებს აღნიშნული დიალოგის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.

ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ლატვიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics