05:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 14:24:54, 1406 ნახვა

პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „გაზპრომთან“ დაკავშირებით ენმ-ის პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოვირიძის თქმით, ცუდია, რომ კომიტეტმა რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე არ გაიტანა და ჩააგდო. 

მისი თქმით „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში ამხილა და შეთანხმების რეკონსტრუქცია გააკეთა. 

„როცა შეთანხმება გასაჯაროვდება, ვნახავთ, რომ ჩვენი რეკონსტრუქცია მას 100%-ით დაემთხვევა. ამ შეთანხმების შედეგად, ქვეყანამ მრავალი მილიონი იზარალა და ეს სახელმწიფოსთვის ფინანსურად დამაზიანებელია, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ და მის გასაჯაროებას მოვითხოვთ“, - აღნიშნა გაოციძემ. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, "გაზპრომისგან" გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ძველი კონტრაქტის თანახმად კი, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.

საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ხელშეკრულების დამატებითი დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics