11:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 13:58:59, 2185 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მაია და გურამ რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული მაია და გურამ რჩეულიშვილები თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლე მაია შოშიაშვილმა აღნიშნა, საქმეში ახალი მნიშვნელოვანი გამოძიება არ არსებობს და შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

რაც შეეხება მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის  შესახებ დოკუმენტაციას, სასამართლომ დოკუმენტაცია შეამოწმა, რის მიხედვითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ბრალდებულს სამედიცინო მკურნალობა უტარდება.

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, რჩეულიშვილმა ახალი  დანაშაული მაშინ ჩაიდინა, როდესაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

"ახალი დანაშაული მაია რჩეულიშვილმა მაშინ ჩაიდინა, როდესაც მას აღკვეთის სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული, არსებობს მიმალვის საფრთხე. ამიტომ, პატიმრობა უნდა დარჩეს ძალაში", - დასძინა გუმბერიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics