15:54 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 13:20:30, 2116 ნახვა

სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დეკანოზი მედ-პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია. იმყოფება მედ-პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით“, - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics