02:42 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 10:22:10, 1076 ნახვა

საზოგადოება
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში ელოდებიან

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში ელოდებიან. ნიკა გვარამიას მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

თავად მოსამართლე დაკითხვის პროცესში არ ერევა და დაკითხვის პროცესს მთლიანად გამომძიებელი წარმართავს. 

მიზეზი რის გამოც ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა დაკითხვის ეს ფორმა აირჩიეს არის ის, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ საგამოძიებო ორგანოებს.

როგორც ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, მისთვის გაუგებარია რატომ დადგა ნიკა გვარამიას კიდევ ერთხელ დაკითხვის საკითხი, რადგან მისივე თქმით, პირველი გამოკითხვის დროს ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიებას, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დღევანდელ დაკითხვაზე ცნობილი გახდება ის დამატებითი კითხვები, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ ნიკა გვარამიას ხელმეორედ გამოკითხვა გადაწყვიტა. "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე ელოდებიან.

გამოკითხვის პროცესს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, ნიკა გვარამიას ადვოკატი და მოსამართლე დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics