|
2017-02-15 12:24:56, 778 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ადიქტოლოგიის განვითარების პროექტის დასკვნით კონფერენციას დაესწრო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე საქართველოში ადიქტოლოგიის განვითარების პროექტის (ADDIGE/TEMPUS) დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ადიქტოლოგიის განვითარების პროექტი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პიონერია ადიქტოლოგიაში (დამოკიდებულების მეცნიერებაში) უმაღლესი და უწყვეტი განათლების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს შესაძლებლობებს დაუპირისპირდეს ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მათივე ცნობით, ADDIGE (http://www.addige.eu/) პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის TEMPUS პროგრამის მიერ, რომელიც მხარს უჭერს უმაღლესი განათლების მოდერნიზებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორ ქვეყნებში, ძირითადად საუნივერსიტეტო თანამშრომლობის პროექტებს. პროექტის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი განისაზღვრება საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების საფეხურზე სასწავლო კურსების შემუშავებითა და დანერგვით, რაც წარმატებით განხორციელდა, ასევე, შემუშავებულია ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა GIPA-სა და BSU-ს მონაწილეობით. ზემოთაღნიშნული კონფერენცია მიზნად ისახავს ამ და სხვა აქტივობების შეჯამებასა და საზოგადოებისა და პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებისათვის გაცნობას. დარგში მომუშავე ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ ჩეხი, გერმანელი და პოლონელი ექსპერტები.
(NS)
სომხეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბათუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)