|
2017-02-14 18:15:23, 2216 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონში „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ცხინვალის რეგიონში 9 აპრილს დანიშნული „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას გმობს. „აშშ-ის საელჩო გმობს არალეგიტიმური „რეფერენდუმის“ ჩატარების გადაწყვეტილებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში, რომელიც 9 აპრილს არის დაგეგმილი. ასეთი პროვოკაციული ქმედებები კარგავს ნდობას და აკნინებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს იმ უკანონო რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაიმართება. ორივე რეგიონი, სამხრეთ ოსეთიცა და აფხაზეთიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენ კვლავ მკაფიოდ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც ფორუმს სადაც განიხილება საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული მდგომარეობა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი აარიდონ ქმედებებს, მათ შორის შემოთავაზებულ რეფერენდუმს, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას აკნინებს“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 2017 წლის 9 აპრილს, პლებისციტიც ჩატარდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის სურვილია სამხრეთ ოსეთს "ისტორიული სახელი" ალანია დაუბრუნდეს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)