2017-02-14 12:54:50, 1189 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში სავარაუდოდ დღეს გადაიყვანენ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს სავარაუდოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.
„ექიმები გვპირდებიან, რომ პატრიარქი მალე იქნება გადაყვანილი პალატაში. ყველა მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია და კარგ მდგომარეობაშია პატრიარქი“,-განაცხადა ჩუბინიძემ.
ცნობისთვის, ილია მეორეს ოპერაცია გუშინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა. პატრიარქი გერმანიაში ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან