|
2017-02-13 17:25:56, 2359 ნახვა
სამართალი კომენტარი
პრემიერი დეკანოზის დაკავებაზე: საქმე პირველივე წუთებიდან პირად კონტროლზე მყავს აყვანილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე პირველივე წუთებიდან პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, იგი ბერლინში გამგზავრებას და პატრიარქის მონახულებას აპირებს. „პირველივე წუთებიდან, როგორც კი სამართალდამცავებმა მომაწოდეს ინფორმაცია, ეს საქმე, ბუნებრივია, აყვანილი მაქვს პირად კონტროლზე და პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში ვიღებ ინფორმაციას. გამომდინარე შექმნილი არაორდინარული ვითარებიდან, ბერლინში გავაგზავნე ჩემი პირადი დაცვის წევრები, დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან ერთად, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიების პროფესიონალურად წარმართვა და ბოლომდე მიყვანა. მთავარია, რომ ექიმების განცხადებით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვაპირებ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე, დაგეგმილზე ადრე გავემგზავრო გერმანიაში და პირადად ბერლინში მოვინახულო მისი უწმინდესობა“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პაშინიანის პარტია დიდი უპირატესობით ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)