22:03 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-10 20:23:08, 1302 ნახვა

საზოგადოება
დაბა ქედაში 2 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ 2 ეკომიგრანტ ოჯახს ქედის სოციალურ სახლში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ღონისძიებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. ოჯახები პირველი კატეგორიის ეკომიგრანტებს მიეკუთვნებიან. აღნიშნულ ოჯახებზე საცხოვრებელის გადაცემით ქედის მუნიციპალიტეტში პირველი კატეგორიის ოჯახების დაკმაყოფილება დასრულდა.

ზურაბ პატარაძემ ქედის სოფელ კუჭულაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს სარეცხი მანქანა გადასცა საჩუქრად. გორგაძეების 11 წევრიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი შემოდგომაზე დაეწვა. ხანძრით დაზარალებულებმა დეკემბრის თვეში მთავრობისაგან 10 000 ლარის დახმარება მიიღეს.

ბოლო 4 წლის განმავლობაში ქედაში 100-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით.
ქედაში პირველ ეტაპზე 52 ეკომიგრანტს ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მეორე ეტაპზე 12 ოჯახი დაკმაყოფილდა.

"სტიქიით დაზარალებულ ლევან სალაძეს კოლოტაურში აუშენდა სახლი. 31 ოჯახი ,,ბინის მაძიებელთა" სახალმწიფო პროგრამაში უკვე ჩართულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის მომზადება კიდევ 9 ოჯახზე. ასევე მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, რომელმაც შედეგი უკვე გამოიღო. სამომავლოდ, თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს სოციალური სახლის მშენებლობის პროექტზეც", - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში.


(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics