|
2017-02-10 18:10:57, 2085 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
გვიმრაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე კითხვები ობიექტური ვერასდროს იქნება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები ობიექტური ვერასდროს იქნება. მანვე ჟურნალისტებთან საუბრისას არასამთავრობო სექტორთან და მედია ექსპერტებთან გამართული შეხვედრაც შეაჯამა: „ვესაუბრეთ არასამთავრობო სექტორს ჩვენს გეგმასთან, ჩვენს ხედვასთან დაკავშირებით, იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ სამეურვეო საბჭოსთან ერთად იქნა მიღწეული. მათ დასვეს კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, მოვახერხეთ, რომ გარკვეული თვალსაზრისით გაგვეცა ამომწურავი პასუხები დღეს რა ეტაპზეც ვართ იმასთან დაკავშირებით. შემდეგ, როცა იქნება სამეურვეო საბჭოსთან ის შედეგი მიღწეული, რომელიც ეხება შეფასებით ინდიკატორებს, ამის შემდეგ ცხადია, გავაგრძელებთ არასამთავრობო სექტორთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი, რომელიც ცხადია ყველას აღელვებს ამ რთულ პროცესში“,-აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პაშინიანის პარტია დიდი უპირატესობით ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)