20:36 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 13:11:54, 1341 ნახვა

საზოგადოება
რიკარდ იოზვაკი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ, 29 მარტიდან შევა

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენის რიკარდ იოზვაკის ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ 29 მარტიდან შევა.

გარდა ამისა, როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელ Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, უკრაინა ვიზალიბერალიზაციას 12 ივნისს მიიღებს.

"საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ძალაში სავარაუდოდ 29 მარტიდან შევა, ხოლო უკრაინისთვის - 12 ივნისიდან", - წერს იოზვაკი. 

მისივე ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხსა და შეჩერების მექანიზმს 22 თებერვალს დაამტკიცებენ.

შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასულიერო აკადემიამ მეუფე იობის განათლება დაადასტურა
Facebook-პოსტის გამო აქტივისტი ია მელითაური 2500 ლარით დააჯარიმეს
აქციაზე გზის ე.წ გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ორი ფეისბუქში სტატუსის გამო დააჯარიმეს
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics