|
2017-02-06 19:54:16, 1422 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი მედიაში ვითარებაზე: ყოფილ ხელისუფლებასთან მიმართებაში, წინ გვაქვს ნაბიჯი გადადგმული
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მედიაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან სასამართლო დავებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდთან შედარებით, მედიის თავისუფლების მხრივ, ნაბიჯი წინ გადაიდგა, თუმც პრობლემები რჩება: „ზოგადად მედიას თუ შევხედავთ, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ვიყოთ აქტიური და კონცენტრირებული, მედიას ყველა ქვეყანაში სჭირდება დაცვა. ყოველთვის არის საჭირო, რომ პოლიტიკური სპექტირი იყოს გაერთიანებული ჟურნალისტების და მედიის თავისუფლების დაცვისათვის. ჩემი დიალოგი თქვენთან არის საშუალება, რომლითაც არა მარტო თქვენ,მეც ვმუშაობ, რომ მეძლევა საშუალება ამომრჩეველს ჩემი პოზიცია მივაწოდო. თუ შევადარებთ წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ხდებოდა ის, რაც ყველამ კარგად ვიცით, ტელევიზიების ძალადობრივი დახურვა და მართლა ჟურნალისტების მიმართ ძალიან დაუზოგავი დევნა, წინ გვაქვს ნაბიჯი გადადგმული წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში.ან რეიტინგულად რომ შევხედოთ ჩვენს სამეზობლოსთან მიმართებაში, დადებითი პარამეტრები გაქვს, მაგრამ რატომ უნდა შევედარო იმას, რაც არ არის მთლად მაღალი სტანდარტი და რატომ არ უნდა ვედრებოდე ევროპულ სტანდარტს?!“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)