17:25 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-06 13:27:27, 1248 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა პაატა ქურდაძემ დაიკავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა პაატა ქურდაძემ დაიკავა,- ამის შესახებ საზმაუს გენერალურმა დირექტორმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა 2017-2019 გარდაქმნისა და განვითარების სამწლიანი სამოქმედო გეგმა“-ზე მისმა გუნდმა იმუშავა, რომელსაც ქურდაძეც დაემატა.

„გუნდს დავემატეთ რამდენიმე ადამიანი, აღმოჩნდა ისე რომ სრულ თანხვედრაში მოვიდა ჩვენი გეგმები. მათ ჰქონდათ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნამუშევარი. მე და ჩემმა მეგობრებმა ჩვენი  თავი დავინახეთ იმ რეფორმის გაგრძელებაში, რომელიც გარკვეულწილად შეფერხდა სხვადასხვა ობიექტური და შეიძლება ითქვას. ობიექტური მიზეზების გამო. ორი-სამი დღის წინ, პაატა ქურდაძემ გვითხრა საბოლოო თანხმობა და ის არის ერთ-ერთი თანაავტორი ამ გეგმისა. პაატა ქურდაძე დაიკავებს სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობას“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics