00:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-04 12:27:34, 1895 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 6-8 თებერვალს პირველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.  მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ფრანგ კოლეგას, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს ჟან მარკ ეროსს და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ სენატორებთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ პარლამენტარებთან. დაგეგმილია დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკური ფონდების წარმომადგენლებთანაც.

პარიზში ყოფნის დრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლევილის ქართულ მამულს მოინახულებს და ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრას გამართავს სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

„აღსანიშნავია საქართველო-საფრანგეთის წარმატებული ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა  მრავალმხრივ ფორმატებში და საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics