|
2017-02-03 18:08:19, 1645 ნახვა
პოლიტიკა
იან კელიმ მიხეილ ჯანელიძეს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მიულოცა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იან კელის შეხვდა. საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს 2017 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და მაღალი დონის ორმხირივი ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. აღინიშნა მზადყოფნა გაღრმავდეს თანამშრომლობა ყველა არსებულ ფორმატში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზების საკითხს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)