06:48 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-31 13:03:25, 2045 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, ივან ნოსკევიჩს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს და ბელარუსის სამართალდამცავი უწყებების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს შს სამინისტროს პოლიციის ატაშეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაში, ასევე, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლაში.

შს მინისტრმა სტუმარს სამინისტროში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის შექმნის მიზანი პოლიციის საქმიანობაში მაღალი ტექნოლოგიების როლის გაზრდა და დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესებაა. გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის რეგიონულ-საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების პროექტის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს შს სამინისტროს სახით, საიმედო პარტნიორი შევიძინეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს გულთბილი და ნაყოფიერი შეხვედრისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - განაცხადა ივან ნოსკევიჩმა.

შეხვედრაზე შს მინისტრმა და ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ვიზიტის ფარგლებში, ივან ნოსკევიჩი შსს-ს აკადემიას, ერთობლივი ოპერაციების ცენტრს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics