22:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 20:15:06, 1482 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა კანადაში, კორეასა და ყაზახეთში ახალი ელჩები დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს,

მათი ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირის განკარგულებების მიხედვით, 2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და, ასევე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა.

2017 წლის 1 მარტიდან კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრები გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„სამივე მათგანი საკმაოდ გამოცდილი კადრია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებთან ორმხირივი ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და იმ აქტიური დღის წესრიგის რეალობაში განხორციელებას, რომელზედაც პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს იყო ლაპარაკი.

ელჩებმა სახელმწიფოს მეთაურისაგან მიიღეს ძალიან კონკრეტული ინსტრუქციები, რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება ამ სახელმწიფოებში მათი მუშაობის დროს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics