09:45 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 16:13:22, 1096 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა

საქართველოს რკინიგზის მატარებლებში ბიბლიოთეკები მოეწყობა. მატარებლით სწრაფი და კომფორტული მგზავრობა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდება, რადგან მგზავრებს ექნებათ საშუალება მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ.

მატარებლის ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება  მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი, ეს ის რკინიგზის  სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა   მატარებლის ბიბლიოთეკისთვის წიგნები მიიტანეს.

პროექტში აქტიურად ჩაერთო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც ბიბლიოთეკებს მოამარაგებს  და მგზავრებს შესთავაზებს სხვადასხვა სახის ლიტერატურას. შეიქმნება ელექტრონული ბაზა და საძიებო სისტემა, რომლის საშუალებით მგზავრი ადვილად აირჩევს სასურველ წიგნს მგზავრობისას.

 "ჩვენ გვსურს, მგზავრობა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გავხადოთ, ასევე გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ წიგნების კითხვის პოპულარიზაციის საქმეში, ბიბლიოთეკები გათვლილი იქნება სხვადასხვა გემოვნების და ასაკის მკითხველზე“, - აცხადებს  სს „საქართველოს რკინიგზი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია.

საქართველოს რკინიგზა   ბევრ სიახლეს და სიურპრიზს მომავალშიც გპირდებათ  და გისურვებთ ბედნიერ და  სასიამოვნო მგზავრობას.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics