|
2017-01-25 18:54:24, 1212 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გოგუაძე: ევროსაბჭოს რეზოლუციის პროექტში პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ, ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის პროექტი შეაფასა და იმ პოზიტიურ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელიც პროექტის ტექსტშია ასახული. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში 2015 წლიდან შექმნილია პლატფორმა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში მედიის თავისუფლების და ზოგადად ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას სწავლობს. დღეს წარმოდგენილი იყო საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხებოდა ევროსაბჭოს წევრ რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ვითარებას, გაუმჯობესებებს, სირთულეებს, გამოწვევებს მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა დელეგაციამ სხვა დელეგაციის წევრებთან ერთობლივი მუშაობით მოახერხა რეზოლუციაში ასახულიყო ის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რომელიც მედიათავისუფლების, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით არის საქართველოში და აღსანიშნავია, რომ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ დაგვიჭირა ამაში მხარი. რეზოლუციაში საქართველოსთან მიმართებაში, ასევე არის საკითხი, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით თუმცა, ვინაიდან ამ რეზოლუციაზე დიდი ხნის წინ იყო მუშაობა დაწყებული, საკმაოდ ცოტა აღმოჩნდა დრო იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანთან შესაძლებელი ყოფილიყო რეზოლუციის ამ ნაწილის დეტალებზე საუბარი და ამიტომ, ეს ჩანაწერიც დარჩა რეზოლუციაში. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესების თვალსაზრით, ტენდენციების თვალსაზრისით პოზიტიურია რეზოლუცია. პირველად გაჩნდა პოზიტიური ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებაში ამ რეზოლუციაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)