06:59 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 18:18:59, 1146 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ჩინეთის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის, როგორც  საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს და აღნიშნა, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.

შეხვედრაზე მინისტრმა   ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ ისაუბრა და მიღწეული შედეგი საერთო წარმატებად შეაფასა.

როგორც ძი იანჩიმ შეხვედრაზე აღნიშნა,  ჩინეთში  ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა და მისი პოპულარობა აქტიურად  იზრდება.  

ჩინეთის ელჩმა საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებულად შეაფასა და ჩაის კულტურის და სასათბურე მეურნეობების განვითარების   კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართული ჩაის განვითარების მიმართულებით შემუშავებულ ახალ სახელმწიფო პროგრამაზე „ქართული ჩაი“ და  ყურადღება ქვეყნისთვის ქართული ჩაის წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა  აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე  ისაუბრა, ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და აღნიშნა, რომ აღნიშნული შეთანხმება ორ ქვეყანას შორის  ეკონომიკურ თანამშრომლობას  გააღრმავებს და სავაჭრო ურთიერთობებს უფრო დინამიურს გახდის.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics