09:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 13:32:57, 2940 ნახვა

მსოფლიო
The Telegraph: რუსეთმა შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთმა შესაძლოა, ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი წერს.

მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში მოახლოებულ არჩევნებზე.

სტატიის თანახმად, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ სპეციალურად რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად შექმნილმა სააგენტომ უამრავი ყალბი ცნობა გამოავლინა.

„რუსეთს აქვს წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანია, ევროკავშირის, ევროპელი პოლიტიკოსების და მათი პრინციპების წინააღმდეგ", - წერს გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერის გამო, ნომერ პირველ სამიზნედ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დასახელდა.

„დეზინფორმაცია რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელსაწყოა", - წერს გამოცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics