|
2017-01-25 11:19:41, 831 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, უმუშევარი ახალგაზრდების 15% თავისი მეუღლის, ან პარტნიორის მშობლებთან ცხოვრობს
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების უმრავლესობა მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ასაკის მატებასთან ერთად იკლებს მშობლებთან თანაცხოვრების მაჩვენებელი (დედა: 14-18 ასაკობრივი კატეგორია – 88%; 19-24 ასაკობრივი კატეგორია - 67%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია - 53%.), თუმცა რაც შეეხება პარტნიორთან/მე- უღლესთან თანაცხოვრებას, აღნიშნული მონაცემი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება (პარტნიორი/მეუღლე: 14-18 ასაკობრივი კატეგორია – 2%; 19-24 ასაკობრივი კატეგორია - 22%; 25-29 ასაკობრივი კატეგორია - 47%.). აღსანიშნავია, რომ მათ შორის ვინც დედასთან ან მამასთან ცხოვრობს უმრავლესობას ბიჭები წარმოადგენენ (დედა: 80%, მამა: 70%), ხოლო მათ შორის, ვინც მეუღლის ან პარტნიორის მშობლებთან ცხოვრობს დიდ წილი მდედრობითი სქესის ახალგაზრდები არიან (24%), ვიდრე ბიჭები (1%). რაც შეეხება პარტნიორის ან მეუღლის მშობლებთან ცხოვრების მაჩვენებელს, კვლევის შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ უმუშევარი ახალგაზრდების 15% თავისი მეუღლის ან პარტნიორის მშობლებთან ცხოვრობს, დასაქმებული ახალგაზრდების შემთხვევაში ეს მონაცემი 6 პროცენტია. ასევე აღსანიშნავია, რომ რომ უმუშევარი ახალგაზრდების მხოლოდ 1% და დასაქმებული ახალგაზრდების 4% აცხადებს, რომ მარტო ცხოვრობს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)