|
2017-01-24 15:15:17, 1667 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მართლმსაჯულების ე.წ. მესამე ტალღის კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მარგველაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო ცვლილება და ამასთან პაკეტი მოიცავს ისეთ ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს. „მინდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტიდან ხელმოსაწერად შემოვიდა სასამართლო რეფორმაზე დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი. სასამართლო სისტემის რეფორმირება, მისი გაძლიერება და გაჯანსაღება , ყოველთვის იყო ჩემი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ წარმოდგენილ პაკეტში არის ბევრი სასარგებლო და მნიშნელოვანი ცვლილება, მათ შორის ისეთი ცვლილებები, რომლის თაობაზეც, დანერგვაზეც და ტექნიკურ უზრუნველყოფაზეც ჩვენი ადმინისტრაციიდან გაცემული არის მრავალი ასობით ათასი ლარი იმისთვის, რომ ეს სისტემა სასამართლოში დანერგილიყო. ასეთია მაგალითად: საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემა. თუმცა ამავე დროს ეს პაკეტი მოიცავს ნორმებს, რომელიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს სთავაზობს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, მისი თქმით, უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და სასამართლოს მივიღებთ. „გამომდინარე ამ პაკეტის და საერთოდ სასამართლოს სისტემის რეფორმიდან, მე გადავწყვიტე გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და გააუქმებს მომავალში საგამოცდო ვადას. ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კანონთან მიმართებაში, ვენეციის კომისიის უკვე გაკეთებულ რეკომენდაციებთან. მე მიმაჩნია რომ ამ მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინებით ჩვენ მივიღებთ უფრო მაღალი ხარისხის კანონმდებლობას და უფრო მაღალი ხარისხის სასამართლოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. დოკუმენტი პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები კონკრეტდება - თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლედ დაინიშნოს. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა. გარდა ამისა, „საერთო სასამართლეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებში აისახა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისად, გამოსცდელი ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)