2017-01-24 11:52:37, 1105 ნახვა
საზოგადოება
კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სტუ-ს მეორე კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაზარალებული მამაკაცი, მიყენებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადე, მომხდართან დაკავშირებიტ გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან