2017-01-24 10:24:43, 963 ნახვა
საზოგადოება
149 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ საკუთარებაში გადაეცემა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 149 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უსასყიდლოდ საკუთარებაში გადაეცემა.
პრემიერის განმარტებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ფართი მუდმივ საკუთრებაში 13 749 ოჯახს გადაეცა.
„მინდა აღვნიშნო დევნილებისთვის კიდევ 149 საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთარებაში გადაცემა. 4 წლის განმავლობაში 13 749 ოჯახს გადაეცა მუდმივ საკუთრებაში ფართი და ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ ისევე, როგორც არის დაგეგმილი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან