19:46 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-24 09:43:15, 1250 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ერთხელ და სამუდამო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია უნდა მივიღოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს კონსტიტუცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია  ფართო ჩართულობით მუშაობს:

 „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველად ხდება, როდესაც ასეთი ფართო ჩართულობით მუშაობს საკონსტიტუციო კომისია. მასში ჩართული არიან კონსტიტუციონალისტები, ექსპერტები არასამთავრობო სექტორიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიოზაციები და როგორ მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესზეც. განსხვავებით წარსულის პრაქტიკისგან, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ვგებულობდით მასმედიის საშუალებებიდან და ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათას ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში გვექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო ჩართთულობით იქნება მიღებული იმ გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. შემდეგ ასეთი ხშირის ცვლილებები აღარ იქნება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics