09:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 15:35:37, 2780 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი უფლებადამცველები დონალდ ტრამპს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან

ამერიკელ უფლებადამცველთა ლიბერალური ჯგუფები Citizens for Responsibility და Ethics in Washington (CREW) ამერიკის ახალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, - ამის შესახებ Chicago Tribune იუწყება. 

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, დონალდ ტრამპი ამერიკის კონსტიტუციას არღვევს და უცხო ქვეყნის მთავრობებისგან თანხას ღებულობს.

მათივე თქმით, ტრამპი ქრთამსაც ღებულობს, რამაც შესაძლოა პრეზიდენტს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება აიძულოს. უფლებადამცველების შეფასებით, ეს ქვეყნის ინტერესებს ეწინააღდეგება.

CREW იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის სასტუმროები და გოლფის ქსელი უცხო ქვეყნის მთავრობებისგან არ დაფინანსდება.

ცნობისთვის, ტრამპის მრჩეველმა საგადასახადო საკითხებში შერი დილონმა განაცხადა, რომ ტრამპი ინაუგურაციამდე ყველა მის აქტივს ოჯახს და სხვა უფლებამოსილ პირებს გადააბარებდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics