19:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-23 14:22:02, 1249 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მანანა კობახიძემ მიუკერძოებლობა, ობიექტურობა უნდა უზრუნველყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის  მამუკა მდინარაძის შეფასებით, მანანა კობახიძემ უნდა უზრუნველყოს მაქსიმალური მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, რათა მისი მოსამართლეობა მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ გახდეს.

„ვფიქრობთ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე, თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული, ასევე ის უზრუნველყოფს და ვალდებულია უზრუნველყოს, მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს ვინმეს კითხვის ნიშნები და არ იყოს მისი მოსამართლეობა მუდმივი სპეკულირების საგანი. ამის გარანტიები რომ არ არსებობდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, რადგან ის ყველაზე მაღალი ალბათობით მოიპოვებს უმრავლესობის მხარდაჭერას. კანონით გათვალისწინებული არანაირი ინტერესთა კონფლიქტი აქ არ იკვეთება, შესაბამისად, კანონის ყველა წესით დადგენილი პროცედურით იქნება მისი არჩევა უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ მანანა კობახიძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს, ეს საკითხი კომიტეტებს 1 კვირაში გადაეცემათ. ამის შემდეგ კი, პლენალურ სხდომაზე განიხილავენ.  

შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურაზე შეჯერდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics