|
2015-03-29 11:17:02, 1625 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა სამხედროებმა სოფელ ჩეზაიში საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარეს
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა კონტიგენტმა ოპერაციის რაიონში საინფორმაციო ოპერაცია ჩაატარა. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედროებმა სოფელ ჩეზაიში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს. ჯარისკაცებთან ერთად ოპერაციაში 51-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია მონაწილეობდა. ქართული ბატალიონის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას კოალიციურ ჯარებთან და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა პირადად აუხსნა. საინფორმაციო ოპერაცია ავღანეთის უსაფრთხოების ძალებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა. ღონისძიების მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასა და კოალიციურ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)