|
2017-01-21 21:46:17, 1429 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც სხვა ნორმებისგან იზოლირებულად უნდა განვიხილოთ
პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც სხვა ნორმებისგან იზოლირებულად უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, "მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ ის თუ არჩევის რომელი წესი არის უფრო მეტად მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის". ”მე, ჩემი პირადი პოზიციის გაჟღერებისგან ბუნებრივია, თავს შევიკავებ. მე მინდა, რომ აბსოლუტურად ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტის არჩევის წესი არ არის ისეთი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად სხვა ნორმებისგან. ჩვენ პირველ რიგში, ვიდრე გადავალთ არჩევის წესის განხილვაზე, ამ საკითხზე მსჯელობაზე, უნდა განვიხილოთ, თუ როგორ უნდა გაიმიჯნოს უფლებამოსილებები აღმასრულებელ შტოს, მთავრობას და საქართველოს პრეზიდენტს შორის. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელოთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი არჩევის წესი არის ლეგიტიმური, არის სწორი. არსებობს სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის საპარლამენტო წყობის, სადაც პრეზიდენტები აირჩევიან ან პირდაპირი ან არაპირდაპირი წესით, ორივე წესი არის ლეგიტიმური. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ ის თუ არჩევის რომელი წესი არის უფრო მეტად მიზანშეწონილი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა კობახიძემ.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)