|
2017-01-21 15:59:57, 1275 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე: ჯერჯერობით გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, მათ შორის, არც პარლამენტის გადმოტანაზე
ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხზე არ აქვს მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით. როგორც კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე გარკვეულ საკითხებზე მხოლოდ პირველადი კონსენსუსია მიღწეული "პარლამენტი შესაძლებელია იყოს თბილისში, შესაძლებელია იყოს ქუთაისში, დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო პროექტზე, რომელსაც პარლამენტი წარადგენს. ამ ეტაპზე გარკვეულ საკითხებზე მხოლოდ პირველადი კონსენსუსია მიღწეული", - განაცხადა კილაძემ. ამასთან, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. მარშანიას განმარტებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას არავინ ეწინააღმდეგება და ეს მაშინ მოხდება, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილებები შევა. ”ცხადია, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო”, - განაცხადა ადა მარშანიამ. ცნობისთვის, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინაროებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)