17:48 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 15:53:41, 1109 ნახვა

პოლიტიკა
შვეიცარიის პრეზიდენტი: საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში

საქართველოს განვიხილავთ, როგორც მასტაბილურებელ ძალას რეგიონში, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორულ ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მზარდ პოტენციალს და აღინიშნა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობა. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

შვეიცარიის კონფერედერაციის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმით დაინტერესდა. საუბარი შეეხო საგანმანათლებლო რეფორმას, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებას ითვალისწინებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლების რეფორმის განხორციელების პროცესში შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მედიატორის როლისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics