|
2017-01-20 15:05:56, 1036 ნახვა
პოლიტიკა
ბარამიძე პარტიიდან გასულებზე: მათ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის გივი ბარამიძის განცხადებით, პარტია არ გახლეჩილა და ის ქვეყანაში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებას ჩამოაშორებს. როგორც ბარამიძემ განაცხადა, პარტიის არც ლიდერი და არც მიზანი არ იცვლება. ““ნაციონალური მოძრაობა" არის ყველაზე დიდი, ორგანიზებული ძალა, რომლის მთავარი ამოცანა, სანამ ჩვენ ვართ ოპოზიცია, არის ის რომ, ქვეყანას მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით, რუსი ოლიგარქი ჩამოვაშოროთ. ადამიანი, რომელმაც ერთგვარი სპეცოპერაციის შედეგად, ხელისუფლების ხელში ჩაგდება შეძლო. ის ნელნელა შლის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ენერგეტიკას, მართლწესრიგს, უსაფრთხოებას, საგარეო ასპარეზზე საქართველოს პოზიციებს, რაც სიმწრით, ოფლით და შრომით, საქართველომ იმ 9 წლის განმავლობაში მოიპოვა. არ იცვლება ჩვენი შეხედულებები, იდეოლოგია, ფასეულობები, არ იცვლება მთავარი იდეა, რასაც ქვია ერთიანი, ძლიერი, ქართული სახელმწიფო, რომელმაც ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე მსოფლიოს და რომელმაც უნდა მოახერხოს ხალხის პოტენციალის გამოყენება და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრება", - განაცხადა ბარამიძემ. მისივე შეფასებით, პარტიიდან ბევრი ლიდერის გასვლა სამწუხაროა, თუმცა ეს წასული თანაგუნდელების მხრიდან დაშვებული პოლიტიკური შეცდომაა. "ნაციონალური მოძრაობა არ გახლეჩილა. სამწუხაროა, რომ პარტიიდან ბევრი ადამიანი გავიდა, მათ შორის არიან ჩემი მეგობრები, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. ამ პარტიიდან გასვლა კი არა, მისი კონსოლიდაცია არის საჭირო. ვიბრძოლებთ როგორც პარლამენტს შიგნით, ასე მის გარეთ, ვიმუშავებთ ყველა მიმართულებით. მოვუსმენთ საზოგადოებას, რომლის მდგომარეობა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, სულ უფრო უარესდება", - განმარტა ბარამიძემ. პოლიტიკოსის თქმით, პოლიტიკურ გეგმებს ყრილობაზე მოსული ხალხი დასახავს. "ბუნებრივია, ლიდერები თავის როლს შეასრულებენ. მიხეილ სააკაშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, იმ წონის და რანგის, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება შეუძლია. თუ ჩვენ გვსურს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილის კალიბრის პოლიტიკოსი. ჩვენ არ ვართ მეგობრების კლუბი, ჩვენ ვართ პარტია, რომელსაც აქვს ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აღებული", - განაცხადა გივი ბარამიძემ. ცნობისთვის, სპორტის სასახლეში "ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობა მიმდინაროებს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)