17:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-19 22:22:45, 1275 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ხორვატიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს  პოლიტიკის, კულტურის, უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის არსებულ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე. გიორგი კვირიკაშვილმა ხორვატ კოლეგას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს სპეციალურ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.

საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხორვატი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

დავოსში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics