|
2017-01-19 12:36:41, 1218 ნახვა
პოლიტიკა
გოცირიძე: მოვითხოვთ, დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი, შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი „გაზპრომთან“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ მოლაპრაკებების შეჩერას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მან ასევე საზოგადოებას ის რეზოლუცია გააცნო, რომელიც ენმ-მ შეიმუშავა. „ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი, ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებითაც ჩანს, რომ იმ ფულით რასაც „გაზპრომი“ საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ მისცემს, ვერ ვიყიდით იმის ნახევარ გაზსაც, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიტოვებდით. იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველო ეწევა მილის საექსპლუატაციო მომსახურების სახით, ფაქტობრივად გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ. რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიმბოლური იქნება. გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური კაპიტულაციის, ან არაკომპეტენტურობის ან ვიღაცების პირადი დაინტერესების ანუ კორუფციის შედეგი. ამ რეზოლუციით ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი და თუ ხელმოწერილია ხელშეკრულება, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს გაუქმებაზე მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)