|
2017-01-18 17:06:55, 1107 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს უწყებაში მიმდინარე რეფორმის პროცესი გააცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი გააცნო. ლევან იზორიას განცხადებით, რეფორმის განხორციელებით დაზოგილი 32 მილიონი ლარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. „ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი, პრაქტიკულად, დასრულებულია. ამ რეფორმებით 32 მილიონი დავზოგეთ იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს მიმართული ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ; უკვე წელს ჩვენს ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანწილად გავაუმჯობესებთ, გვექნება მეტი წვრთნები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, განსაკუთრებით, აშშ-სთან, რომელთან ერთადაც ვგეგმავთ ამ წლიდან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას, კერძოდ, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ იმპლემენტაციას. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლებიც იქნება ძალიან წარმატებული ამ რეფორმების განხორციელების კუთხით“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. აშშ-ს ელჩმა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშორმლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა. „დაინტერესებულები ვართ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესით, რადგან „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის“ დროულად დაწყება გვსურს. კმაყოფილები ვართ თავდაცვის მინისტრის მიერ უწყებაში მიმდინარე რეფორმირების ტემპით“ - განაცხადა იან კელიმ. ამერიკის ელჩმა აშშ-ში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, ასევე საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირების ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი დაესწრნენ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)