|
2017-01-18 12:44:57, 1229 ნახვა
პოლიტიკა
აკაკი ზოიძემ კლინიკების ნაწილს საამქროები უწოდა
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ კლინიკების ნაწილს საამქროები უწოდა. ამის შესახებ ზოიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამრთულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, მსგავსი ტიპის კლინიკები პაციენტების ინტერესების საზიანოდ სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას ემსახურებიან. „წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გაჟღრდა მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმირების დროა. ამ პროგრამამ ძალიან ბევრ ადამიანს შვება მოუტანა, ბევრი სიკვდილს გადაარჩინა. დღეს უკვე დადგა და დაბრუნდა იმის გამოცდილება, რომ შეიძლება აღნიშნული პროგრამის სრულყოფა, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს იწყება, პაციენტის უსაფრთხოების და სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით. ეს არის ძირითდი ლოზუნგი. დღეს პრობლემებია წამლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით განსაკუთებით მოწყვლადი ჯგუფისთვის და ამ პროგრამის მიზანი იქნება სწორედ აი ამ ნაწილს მივაწოდოთ ეს მომსახურება და ამბულატორიული მედიკამენტები ჩავრთოთ. ეს არ იქნება ერთჯერადი ზომა. პირველ ეტაპზე შევეხებით იმ ოდიოზურ კლინიკებს, კლინიკებს ვერ დავარქმევ - ეს არის საამქრო, რომელიც ემსახურება კონკრეტულად საელმწიფოდან ფულის გადამუშავებას. შესაბამისად, მუშაობენ იმ ადამინების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ და ძალიან ხშირ შემთხვევაში პაციენტების ინტერესებს აზიანებენ“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)