02:33 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 11:29:35, 1370 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ელექტრონულად ხმის მიცემას მხარს დაუჭერდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ელექტრონულად ხმის მიცემას მხარს დაუჭერდა.

კერძოდ, კითხვაზე- დაუჭერდით თუარა მხარს ელექტრონულად ხმის მიცემას, როდესაც ხალხი საარჩევნო უბანზე მიდის და ქაღალდის ბიულეტენის მაგივრად, კომპიუტერის მეშვეობით აძლევს ხმას, 59%-მა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა, 31%-მა აღნიშნა, რომ არ დაუჭერდა, ხოლო 9% ამბობს, რომ არ იცის.

 ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics