|
2017-01-16 18:41:52, 1126 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა „მესიჯებით“ დაასრულა
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით პრობლემები დიდი ხანია არსებობდა. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა: „ 2013 წლიდანაა თავმჯდომარის სკაითხი. პირველი კომუნიკაცია და ცხარე დისკუსია ამ თემაზე 2013 წლის თებერვალში გვქონდა, შემდეგ როცა სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა, შემდეგ, როცა მოქალაქეობა ჩამოართვეს“,-აღნიშნა უგულავამ. მისივე თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა მოკლე ტექსტური შეტყობინებებით დაასრულა: „ციხიდან გამოსვლის შემდეგ მესიჯებით მქონდა მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია, რაც დამთავრდა იმით, რომ მისი პოზიციაა, რომ რაც ხდება, იმაში ის არაფერ შუაშია. მე ვუთხარი, მიშა, სადაც შუაში არა ხარ, იქაც თავში ხარ-მეთქი და რანაირად არ ხარ შუაში ამ ამბავში-მეთქი, თუ არის საშუალება მოვაწესრიგოთ და ამის შემდეგ იყო, რომ ხალხს კითხეთო და თუ ტელევიზორში საუბრით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, მაშინ ყველაფერი დამთავრებულია. სამწუხაროდ მცირე კომუნიკაცია გვქონდა. ერთი პროცენტიც რომ ყოფილიყო შანსი გამოვიყენებდი. მინდოდა და ვიქნებოდი ბედნიერი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო ცივილიზებურად. მიშას მოუვიდა ის, რომ იქ ვერ მიაღწია წარმატებას, იქ ვერ მიაღწია იქ და აი, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ავიღეთ. ის, რაც დარჩა იქ, არავითარი მუხრუჭი აღარაა. პარტია მაშინაა ძლიერი, როცაა შიგნით მრავალფეროვნებაა“, - განაცხადა უგულავამ.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)