|
2017-01-16 14:33:24, 995 ნახვა
საზოგადოება
პეკინის N23(ა)-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს გამაგრებით-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება
საბურთალოს რაიონში, პეკინის N23(ა)-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს გამაგრებით-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა. მათივე ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ხორციელდება შენობის ავარიული ნაწილის გამაგრება, ასევე, მთლიანი ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს. საბავშვო ბაღის გამაგრება-რეკონტრუქცია-რემონტი 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მოეწყობა შენობის შიდა სივრცე და ეზო. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. „აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მოდერნიზაციის სამუშაოები მნიშვნელოვანია, ვინაიდან კეთდება პრაქტიკულად ახალი საბავშვო ბაღი. სამუშაოების თითქმის ნახევარი უკვე დასრულებულია და ამინდების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობს მშენებელი კომპანია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გაზაფხულზე დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის შემდეგაც მისი აღჭურვა, პერსონალის დაკომპლექტება და სექტემბრიდან ბაღი ჩვეულებრივ რეჯიმში მიიღებს აღსაზრდელებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აღსაზრდელთა ცხრა ჯგუფი გაიხსნება, რომელთა შორის, ორი ბაგის ჯგუფი იქნება. პეკინის 23(ა)-ში მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა. თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყდა, რომ შპს „ელზუროს“ პეკინის N23ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძიება საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნული ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს. საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დღეს თბილისის მერთან ერთად თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ. (NS)
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)