|
2017-01-16 14:29:04, 742 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორს იურგენ ბოოსს შეხვდა
საქართველო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება - საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოოსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მხრიდან 2014-2016 წლებში გაწეული მოსამზადებელი სამუშაოები შეაჯამეს და პროექტის აქტიურ ფაზაზე გადასვლის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მსოფლიოში ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას, რაც მხარეთა შეფასებით, ქართული ლიტერატურისა და კულტურის ცნობადობის გაზრდის უნიკალური შანსია. პრემიერის თქმით, საქართველო მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული თანამედროვე, ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანაა, რომლის ლიტერატურის, კულტურის, ტრადიციების უფრო ახლოს გაცნობით, მსოფლიო აქამდე ჯერ კიდევ უცნობ საქართველოს „აღმოაჩენს". იურგენ ბოოსის განცხადებით, მისასალმებელია საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს ხილვა, რადგანაც “ესაა პატარა, მაგრამ ამასთანავე თვითმყოფადი კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც 2018 წელს დიდ ინტერესს გამოიწვევს”. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ 2014 წელს დაფუძნდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომლის მთავარ ამოცანას ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნის ხელშეწყობა, საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა და, ზოგადად, ქართული წიგნის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია წარმოადგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი დაესწრნენ.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)