01:01 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 11:44:06, 813 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო მეტ სარგებელს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით მიიღებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ფიქრობს,  რომ საქართველო მეტ სარგებელს ევროპული და  ევროატლანტიკური ინტეგრაციით (ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით) მიიღებს.

31% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ  სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის  ჩამოყალიბების სანაცვლოდ,  უარს იტყვის  ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, გამოკითხულთა 7% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 9%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა უარი განაცხადა გამოკითხვაში მონაწილეობაზე.

კვლევა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. დღეს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics