2017-01-16 09:51:27, 936 ნახვა
საზოგადოება
NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს დღეს გამოაქვეყნებს. დღეს კვლევის მხოლოდ ნაწილი გახდება ცნობილი, რომელიც ეხება საქართველოს საგარეო კურსს, მის განვითარებას, ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებულ ვითარებასა და პოლიტიკაში ქალების ჩართულობას. კვლევის მეორე ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შეფასებას ასახავს, ოთხშაბათს გასაჯაროვდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამოკითხვა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა და მასში 3 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან