01:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-15 10:03:01, 2317 ნახვა

სამართალი
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი ჩააბარეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი ჩააბარეს.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში – „გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე“, უკვე მეოთხე წელია მონაწილეობს.

შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებული „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. ამჯერად, სისხლი შსს-ს 160 თანამშრომელმა ჩააბარა.

აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics