|
2017-01-14 11:30:53, 1721 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ლიტვის პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელის შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ ლიტვის პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვა გადასცა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და მზაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს ორი ქვეყნის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვას შორის მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სექტორული თანამშრომლობისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გააქტიურებას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრის და ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს საქმიან წრეებს შორის კავშირების განვითარებასა და ორმხრივი ინვესტიციების წახალისებას. შეხვედრისას ასევე დაფიქსირდა მზაობა საქართველოსა და ლიტვას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)