|
2017-01-13 17:21:07, 1245 ნახვა
სამხედრო
ვეტერანების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მოზარდებს შობა ახალი წელი მიულოცეს. ბავშვების განწყობაზე მსახიობებმა ნუგზარ კვაშალმა და ვახტანგ ტატიშვილმა, მომღერალმა დავით არჩვაძემ, ანსამბლ „დიდგორის“ პატარა მოცეკვავეებმა, ასევე ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიებას მსახიობი ზურა შარია უძღვებოდა. ვეტერანების შვილებსა და შვილიშვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გამართულ საახალწლო ღონისძიებებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაუწია ორგანიზება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)