23:15 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 14:35:10, 1063 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, ცქიტიშვილის ქუჩაზე, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანია და ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და განხორციელებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. 

„აღნიშნულ ქუჩაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და გზის საფარის განახლების პარალელურად მოწესრიგდა   ტროტუარებიც. ეს არის გამავალი ქუჩა, რომლითაც  გარშემო ქუჩების მოსახლეობაც  სარგებლობს. რამდენიმე მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქუჩაზე არსებული ყველა პრობლემა მოგვარდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

როგორც მერიაში აცხადებენ, მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა ცქიტიშვილის ქუჩაზე ათეულობით წლის განმავლობაში მოსაწესრიგებელი იყო, რაც ადგილობრივ  მოსახლეობას პრობლემებს  უქმნიდა.

„საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ცქიტიშვილის ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა წყალარინებისა და წყალსადენის სისტემა, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე, სრული  რეაბილიტაცია ჩაუტარდა გაზმომარაგების ქსელს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, გზის სავალ ნაწილსა და ტროტუარებზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები. ქუჩის საერთო ფართობი 5933 კვ.მ-ია“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, ცქიტიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  370 878 ლარი გამოიყო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics