|
2017-01-12 22:22:52, 1226 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში კულტურული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს
აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო წებელდაში კულტურული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს. ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების დეფაქტო საგარეო უწყება ავრცელებს. მათი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებები რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. იქ უკვე არსებობს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, გაოცებას იწვევს თბილისის აპელირება „იუნესკოსადმი“ აღნიშნული ძეგლის საკითხზე. აფხაზეთის დეფაქტო უწყების თქმით, 1992-93 წლებში ქართული ჯარი უმოწყალოდ ანგრევდა ძვირფას ძეგლებს. უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს ფაქტების პოლიტიზება, რომელიც დაკავშირებულია ძეგლების და კულტურული ფასეულობების მდგომარეობასთან. „ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს. მუშაობის შედეგები მედიით გახმოვანდება და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების კომენტარში.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)